About us

 

ჩვენს შესახებ

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირი დაფუძნდა 1926 წელს და აერთიანებს 3500-მდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირს.
კავშირს აქვს 21 ფილიალი თბილისსა და რეგიონებში და კულტურულსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა:
დაწესებულება კულტურის ცენტრი, რომელშიც ფუნქციონირებს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები: ვაჟთა ანსამბლი «კრწანისი» და ქალთა ანსამბლი «ნანა» და 5 სხვადასხვა სახის ლიტერატურის, დრამატული, ინგლისურის, შაშისა და ჭადრაკის წრეები, ბიბლიოთეკა, ყოველთვიური საზოგადოებრივ პოლიტიკური ჟურნალი «სინათლე» და ხმის ჩამწერი სტუდია «ცოდნა».
კავშირის მიზანია უსინათლოთა ინტეგრაცია, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური რეაბილიტაცია, სოციალური და სამართლებრივი დაცვა, განათლების მიღებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაში ხელშეწყობა, უსინათლო შემოქმედთა გამოვლენა, და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ისტორია
საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალური პროგრამები
საქართველოს უსინათლოთა კავშირის სტრუქტურა
საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა
საქართველოს უსინათლოთა კავშირის შპს-ის და სს–ის დისლოკაცია
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED