შემაჯამებელი კონფერენცია

190381_278920315560857_17396675_nშემაჯამებელი კონფერენცია

2014 წლის 24 აპრილს საქართველოს უსინათლოთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის
უფლებათა დაცვის პროცესში“ ფარგლებში დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რეგიონალური პრესის განვითარებისა და ურთიერთდახმარების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცია. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 იანვარს დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამთავრობო სტურქტურების წარმომადგენლები – მთავრობის კანცელარიიდან – ნინო დავითაშვილი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოციალურ სკაითხებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – დავით ივანიძე – შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტისა და დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი – შალვა მექვაბიშვილი – მინისტრის მრჩეველი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – თამარ ისაკაძე – მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – ნათია ჩირიკაშვილი – მინისტრის მრჩეველი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – ნათია სირაძე – ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – ირინა საგანელიძე ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზროდბის სამინისტროს წარმომადგენელი – ტატა ხვედელიანი ახალგაზრდული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – ეკატერინე გუნცაძე საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი – ნათია ფირაშვილი – შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლონეთის უსინათლოთა ასოციაციის პრეზიდენტი ანა ვოზნიაკი, ამავე ასოციაციის სარებილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელზბიეტა ოლეგჩაკი და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები. კონფერენციის მოდერატორი იყო, ამავე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის წევრი – სალომე ნამიჭეიშვილი. კონფერენცია ორ ნაწილად იყო გაყოფილი, რომლის პირველი სესია გახსნა პროექტის მენეჯერმა თამაზ მუქერიამ, ხოლო შემდგომ სიტყვა გადაეცა ამავე პროექტის იურისტს – სოფო ვერძეულს, რომელმაც ვრცლად ისაუბრა შშმ პირთა დასაქმების კონცეფციასა და საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მომზადებამდე. მომზადდა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: 1. საჭიროების ანალიზი პროექტის საწყის ეტაპზე; 2. ადგილობრივი, ქართული კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების მიმართულებით; 3. საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო სტანდარტების ანალიზი და ქართულ რეალობასთან მათი შედარება. აღნიშნული კვლევების საფუძველზე შეიქმნა შშმ პირთა დასაქმების კონცეფცია, რომელიც თავის მხრივ გახდა კანონპროექტის მომზადების
საფუძველი. კვლევის პირველ ეტაპზე გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: სახელმწიფოს სისტემური ხედვის ნაკლებობა შშმ პირთა დასაქმების მხარდასაჭერად და ზოგადად სოციალური ინკლუზივის მიმართულებით; მოძველებული და არაპრაქტიკული კანონმდებლობა შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით; შშმ პირთა დასაქმების წახალისებისთვის საჭირო პოზიტიური და წამახალისებელი მექანიზმების არარსებობა; გარემოსა და სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა; უწტყვეტი განათლებისა და განათლებიდან დასაქმებამდე მხარდაჭერის სისტემის არაეფექტურობა; მოხდა ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონტექსტის შედარება. ადგილობრივი კანონმდებლობის ანალიზმა აჩვენა, რომ: მწირია სისტემური ხედვა შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით; განახლებას საჭიროებს პარლამენტის მიერ მიღებული სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია; სამოქმედო გეგმის დამტკიცებულ ვერსიაში აღარ არის რამდენიმე არსებითი დებულება; საკანონმდებლო აქტებში მრავლად არის მოძველები და არაეფექტური ნორმები; კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს დასაქმების ბაზრის ინკლუზიურობას; არ არსებობს დამსაქმებლის წამახალისებელი ეფექტური მექანიზმები; საერთაშორისო კონტექსტის ანალიზი: შშმ პირის დასაქმება განიხილება სოციალური ინკლუზიის უმთავრეს პირობად; ყველა თანამედროვე დოკუმენტში უმთავრეს მიზნად სახელდება შშმ პირის ჩართვა ღია შრომის ბაზარზე; გარდამავალ პერიოდში, სახელმწიფოს პრაქტიკები და საერთაშორისო დოკუმენტები ითვალისწინებენ წამახალისებელი ქმედებების შესაძლებლობას; ყველა ქვეყანა, მათ შორის, გაეროს კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ და არ არსებობს უნივერსალური მოდელი. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დოკუმენტი, რომელშიც გაბნეულია ჩვენი მოსაზრებები, როგორ უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა და პრაქტიკა შშმ პირების დასაქმების მიმართულებით. თუმცა ჩვენ გვინდოდა მოგვემზადებინა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც იქნება საბაზისო იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებმა და სამოქალაქო სექტორმა დაიწყონ ამ დოკუმენტის გამოყენება სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს პრემიერთან არსებული საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი და ა.შ. სწორედ ეს არის ამ კანონპროექტის მიზანი. რა თქმა უნდა, კანონპროექტს არა აქვს ამბიცია, რომ ის არის სრულყოფილი და არ სჭირდება რაიმე დამატებითი ცვლილება. თუმცა აქ არის ის ძირითადი ხედვა, რომლიც გვგონია მნიშვნელოვანია შშმ პირთა დასაქმების უფლების უზრუნველყოფისთვის. ცვლილებები შეეხება სოციალური დაცვის შესახებ კანონს, მეწარმეთა შესახებ კანონს სოციალური საწარმოების კონტექსტში და ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსშიც. შშმ პირთა დასაქმების კონცეფციის ძირითადი პრინციპია – შშმ პირის სოციალური ინტეგრაცია მისი ღია შრომით ბაზარზე დასაქმების გარეშე შეუძლებელია. კონცეფციის ხედვა დასაქმების მიმართულებით: სავალდებულო დასაქმების მექანიზმის ინიცირება კანონმდებლობაში; დასაქმების ფონდის შექმნა; სოციალური მეწარმეობის დარეგულირება; დასაქმებული შშმ პირის უფლებების განმტკიცება, მათ შორის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სამუშაო გარემოსა და სამუშაო პირობების მიმართულებით; შშმ პირის უფლება პროფესიულ რეაბილიტაციასა და მხარდაჭერით დასაქმებაზე; შშმ პირის უფლება განსაკუთრებულ სამუშაო პირობებსა და შეღავათებზე; კონცეფციის ხედვა გამომდინარე ცვლილებების მიმართულებით: უმაღლესი და პროფესიული განათლების პროცესის დასკვნით ეტაპებზე შშმ პირის მხარდაჭერა პროფესიული საქმიანობის დასაწყებად, ამ მიზნით, დახმარების/საკონსულტაციო ცენტრების შექმნა; კომპლექსური ხელმისაწვდომობის საკითხის ახლებური რეგულირება, რაც მოიცავს როგორც ფიზიკურ გარემოს, ისე სერვისებს, პროდუქტებსა და მომსახურებას; ტექნიკურ რეგლამენტში ვადების შემცირება ცალკეული სუბიექტებისთვის, ასევე რეგლამენტის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყების შექმნა და სანქცირების წესის განსაზღვრა; ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევისთვის ჯარიმის თანხის გაზრდა, ალტერნატიული სანქციების შემოღება; ხელმისაწვდომობის მონიტორინგზე და დაჯარიმებაზე უფლებამოსილი ორგანოს შექმნა; კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: `შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონი; `მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ცვლილებები `შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში. კვოტირების პრინციპი: ყველა ორგანიზაციის ვალდებულბა სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს სულ მცირე 25 პირს; დასაქმებული შშმ პირების რაოდენობა დასაქმებული პირების სულ ცოტა 4%; კვოტირების წესის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას; კვოტირების წესის შესრულებას ზედამხედველობას უწევს ფონდი; ცვლილებები “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში. რეაბილიტაციისა და დასაქმების ფონდი: საქართველოს მთავრობა ქმნის სსიპ – რეაბილიტაციისა და დასაქმების ფონდს; ფონდში ირიცხება დამსაქმებლების მიერ გადახდილი ჯარიმები და სახელმწიფოს მიერ გადაცემული თანხები; ფონდი მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს დამსაქმებლებს და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შშმ პირების დასაქმების საკითხებზე; ცვლილებები `მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში. კანონში შემოდის სოციალური საწარმოს და სოციალური კოოპერატივის ცნება; სოციალური საწარმო: სოციალური მიზანი; მოგების რეინვესტირება; დასაქმებული მინიმუმ 30 პირი; დასაქმებულთა მინიმუმ 50% შეადგენს შშმ პირს; შშმ პირის ხელფასი უტოლდება ან აჭარბებს საარსებო მინიმუმს; სოციალური კოოპერატივი: სოციალური მიზანი; დასაქმებულია მინიმუმ 5 პირი; დასაქმებულთა 80% შეადგენს შშმ პირს; შშმ პირის ხელფასი უტოლდება ან აჭარბებს საარსებო მინიმუმს. წილების განაწილება ხდება სპეციალური წესით: წარმოების განვითარება; სოციალური პროგრამები; დასაქმებული პირების მატერიალური წახალისება. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში. სოციალურ საწარმოსა და სოციალურ კოოპერატივს აქვთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. შეღავათები ვრცელდება: მოგების გადასახადზე; დღგ-ზე; ქონების გადასახადზე. _ პროექტის იურისტი სოფო ვერძეული. დასაქმების კონცეფციისა და კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. კონცეფციისა და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის მისამართით კონფერენციის დარბაზიდან დაისვა შეკითხვები: რატომ არის მინიმალური 4% და არა ნაკლები, ანუ არანაკლები უფრო სავალდებულო იქნება, თუ სიტყვა მინიმუმი. ის 4% საიდან ავიღეთ? მეორე შეკითხვა, ეს ეხება ყველა საწარმოს, თუ მარტო სოციალურ საწარმოს, საწარმო რომ გაიხსნება ჩვენთან, დისკრიმინაციაში ხომ არ შედის ის ჯანმრთელი პიროვნება, იმანაც ხომ შეიძლება მოითხოვოს ჩვენგან, რადგან სოციალური საწარმოა, რატომ არ უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანის ადგილი იმ ორგანიზაციაში? შეკითხვა დარბაზიდან. სოციალური საწარმოს მცნებაზე მინდა აუდიტორიის ყურადღება გავამახვილო. სოციალური საწარმოს სხვა გაგებაც არსებობს, საქართველოში არიან ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური საწარმოს სხვა კონტექსტსაც უჭერენ მხარს. სოციალური მიზანი არის დასაქმების მიზანი, ანუ სოციალური საწარმო ამერიკული გაგებით შეიძლება იყოს ყველა ის საწარმო, რომელსაც არასამ- თავრობო მიზნები აქვს და რომლის საქმიანობისას გვარდება ამ საწარმოს მოგება, ევროპული გაგებით სოციალური საწარმო აქვთ დასაქმების მდიდარ ამოსავლად და დასაქმების მიზანი არის შეზღუდული და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა. საზოგადოებას თუ სწორად არ ეცოდინება, იქნება დიდი წინააღმდეგობა სოციალური საწარმოს არასწორი გაგების დამტკიცებით, მათ შორის არასამთავრობო სექტორიდანაც. პაატა გურგენიძე. რაც შეეხება 4%-ს, იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ ეს იმდენად პრინციპული არ არის რამდენადაც, მთავარია როგორ გამოიყენებ. 25 ადამიანში 4% არის 1 ადამიანი, ეს მარტივად გასაგები და ყველაზე მისაღები პრინციპია (სხვა პროცენტი, უბრალოდ, უხერხულობას ქმნიდა). ეს ეხება ყველა იმ საწარმოსა და ორგანიზაციას, მიუხედავად სახელისა და ფორმისა, სადაც სულ მცირე 25 ადამიანია დასაქმებული. თუ 25 ადამიანია უკვე დასაქმებული, მათი 4%, ანუ ყველა 25 ადამიანში ერთი კაცი უნდა იყოს შშმ პირი. რაც შეეხება იმას, ვრცელდება თუ არა ეს სოციალურ საწარმოებზე, იქ მინიმუმ 50% უნდა იყოს შშმ პირი. ამიტომ ეს არ ეხება სოციალურ საწარმოს, სოციალურ კოოპერატივს. სოციალური მიზნები სხვა სოციალურ ჯგუფებზეც შეიძლება გავრცელდეს. სოფო ვერძეული. პირველ რიგში შეკითხვა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მაინტერესებს დეტალები, რომელ მუხლებში იგეგმება ცვლილება და რა შინაარსით. მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ალბათ იცის, რომ დაწყებულია შემაჯამებელი კონფერენცია ვალიდთა სოციალური დაცვის კანონის ცვლილებებზე მუშაობა, რამდენადაც ვიცი სექტემბრისთვის გვექნება პირველი პრეზენტაცია. მეორე მინდა მხარი დავუჭირო ბატონ პაატას მოსაზრებას, რომ ნამდვილად სოციალური საწარმოსთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს დასაქმება, მესამე მე პირადად ვერ დავუჭერდი მხარს აგრესიული დაბეგვრის მეთოდს, რადგან, თუკი მე არ ვასაქმებ პიროვნებას, არ მაქვს ასეთი ადგილი, არც უნდა გადავიხადო ფონდში გადასახადი. ევროპაში, პირიქით, დაუსაქმებელთა წახალისება ხდება, იმისათვის, რომ მან თავის დასაქმებულთა შორის იპოვოს თუნდაც 5% დასაქმებული. მე ეს გზა უფრო სწორი მიმაჩნია, პარალელურ რეჟიმში გუნდიც არსებობდეს, თან წამახალისებელი ბერკეტები ჩაირთოს საგადასახადო კოდექსში. თუკი მეწარმე გამოიჩენს კეთილ ნებას და დამატებით სახსრებს დახარჯავს შშმ პირთათვის სამუშაო ადგილის მოწყობაში, მას რაღაც შემსუბუქებული ჰქონდეს რომელიმე გადასახადში. შეკითხვა დარბაზიდან. ცოტა არარეალური შეიძლება იყოს ფონდის არსებობა, რომ არ არსებობდეს სავალდებულო დასაქმება, და თუ ვინმე თავს აარიდებს, ამის გამო ჯარიმას არ იხდიდეს. ასეთ დროს, გამოდის, რომ ჩვენ მას ვტოვებთ სახელმწიფოს ინვესტირების იმედად, რომელიც ან იქნება და ან არა, მაშინ როცა ჩვენ ვიცით, რომ ჯარიმა აუცილებლად ფონდში ჩაირიცხება და შემდეგ ფონდი იარსებებს. თუ ჯარიმა აღარ იქნება, იმის გამო, რომ სავალდებულო დასაქმება აღარ იარსებებს, მაშინ ფონდის არსებობაც ეჭვქვეშ დადგება და, შესაბამისად, რა უპირატესობა უნდა მივცეთ დასაქმებულს ფონდიდან, რომელშიც შეიძლება თანხა არ იყოს საკმარისი. ამაზე დაფიქრებაა საჭირო. თუმცა, გეთანხმებით, არის ქვეყნები, სადაც არ სჭირდებათ სავალდებულო რეპრესიული მეთოდები, თუმცაღა იქ კულტურა და სოციალური პასუხისმგებლობა, ალბათ, სხვა საფეხურზეა, ვიდრე ჩვენთან. სოფო ვერძეული. ცვლილება შედის კოდექსის 168-ე მუხლში, სადაც იწერება, რომ მომსახურების გადახდა კვლავ ხორციელდება სოციალური საწარმოსა და სოციალური კოოპერატივის მიერ, ასევე 206-ე მუხლში, რომელიც შეეხება ქონების გადასახადს და აქ ლაპარაკია მიწის ნაკვეთზე, რომელიც გამოიყენება სოციალური საწარმოსა და სოციალური კოოპერატივისთვის, არ ხდება მისი გადახდა. სოფო ვერძეული. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც შშმ პირების წინაშე დგას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის დასაქმება, ამისთვის, რა თქმა უნდა პროფესიული მომზადებაც. კარგი აქცენტებია გაკეთებული განათლების გადამზადების თემატიკაზე, იმისათვის, რომ რეალურად შრომით ბაზარზე გახდე კონკურენტუნარიანი, უნდა გქონდეს შესაბამისი უნარები, ცოდნა, განათლება და კვალიფიკაცია. სრულად გავეცანით ამ დოკუმენტს და ძალიან მომწონს. სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეალურად დასაქმება ხელმისაწვდომი გახდეს შშმ პირთათვის საქართველოში. გარდა ამისა, ვფიქრობ, სოციალური საწარმო არ უნდა დავავიწროვოთ მხოლოდ შშმ პირებზე. სოციალური უნარი არის უფრო ფართო და, თუ დაასაქმებს, მაგალითად, 5 მარტოხელა დედას, მას უნდა ერქვას სოციალური კოოპერატივი. ან, თუ მოხერხდება და დევნილებისთვის გაკეთდება რაიმე საწარმო, მაგალითად სამკერვალო, ასევე სოციალური ნიშნით უნდა მოიაზრებოდეს გამოთქვა მოსაზრება კონფერენციის ერთერთმა მონაწილემ. 4%-ზე ქვემოთ რამდენიც არ უნდა დაასაქმო, ითვლება, რომ შენ არ ასრულებ დაკისრებულ ვალდებულებას, ამიტომ საკომპენსაციო თანხა ჯარიმით დაკისრებული ვრცელდება ყველაზე, თანხა ინდივიდუალურია და კანონით განსაზღვრული. სოფო ვერძეული. მე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ვთვლი რომ მსგავსი კანონპროექტების ლობირება არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის საქმე, კერძოდ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ უსინათლოთა კავშირის, ან სხვა რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ამოცანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პირადად იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამინისტროებს, სახელმწიფო უწყებებს და დღეს, აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნული კონცეფციისა და კანონპროექტის განხილვაში. მაგრამ საკითხი დგას ასე, თუ ამ კონცეფციას ვუჭერთ მხარს, ამ კონკრეტულ შეთავაზებებზე ვთანხმდებით, მაშინ ერთად, არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ვართ თუ სამოქალაქო სექტორის, ერთად უნდა მოვახდინოთ ფინანსთა სამინისტროსთან ამ თემების ადვოკატირება. მხოლოდ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას არ ხელგვეწიფება ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯებს მივაღწიოთ. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი გააკეთოთ კომენტარი ან შეფასება კონცეფციასთან დაკავშირებით გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი. სალომე ნამიჭეიშვილი. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს წარმოდგენილი კონცეფციისა და კანონპროექტის მიმართ. აღუთქვეს კონფერენციის მონაწილეებს, რომ შესაბამის სამინისტროებში მოხდება წარმოდგენილი ინიციატივების განხილვა და საბოლოო დასკვნას შესაბამის სამთავრობო კომისიას წარუდგენენ. მეორე სესია დაეთმო ამავე პროექტის პარტნიორების პოლონეთის უსინათლოთა ასციაციის დელეგაციის წევრებს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პოლონური გამოცდილება შშმ პირთა დასაქმების კუთხით. პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცია ჩვენს პროექტში პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ ვიყავით მათთან სტუმრად შარშან. გავეცანით მათ საქმიანობას, ადმინისტრირებას, მათ ურთიერთობას ხელისუფლებასთან. გვქონდა საინტერესო შეხვედრები, მათ შორის შევხვდით ყველა დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შევიძინეთ დიდი გამოცდილება. იმედია, ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. თამაზ მუქერია. პოლონეთის უსინათლოთა ასოციაციის პრეზიდენტმა ანა ვოზნიაკმა ისაუბრა პოლონური ორგანიზაციის საქმიანობაზე, ასევე შეაფასა ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოები კონცეფციასთან და კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგესალმებით ყველას. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს უსინათლოთა კავშირს მოწვევისათვის. პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მიხარია რომ მომეცა აქ ჩამოსვლის საშუალება და მონაწილეობის მიღება კონფერენციის მუშაობაში. მინდა შევეხო დღევანდელი კონფერენციის პირველი სესიის ნაწილს. ნამდვილად ვარ აღფრთოვანებული საქართველოს უსინათლოთა კავშირის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მუშაობით კონცეფციასთან დაკავშირებით, რომლებმაც შეძლეს და ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შექმნეს ასე მოკლე დროში. თუნდაც ეს პროექტი არ იყოს ბოლომდე სრულყოფილი, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ თქვენს რეალობაში. პოლონეთის უსინათლოთა კავშირიც თავდაპირველად ასევე ხელმძღვანელობდა სხვა ქვეყნების გამოცდილებით. ჩვენთან 1997 წელს ამოქმედდა კანონპროექტი, რომელიც შშმ პირთა დაცვას ითვალისწინებდა. ბუნებრივია, შეკითხვები ბევრი იქნება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს გზის დასაწყისია. პროექტი არა მხოლოდ უსინათლოებთან, შშმ სხვა წევრებთან მუშაობასაც მოითხოვს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ასე მოკლე დროში ვერ განხორციელდება და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მის განსახორციელებლად. ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია თავისი კულტურა, თავისი მსოფლმხედველობა, თავისი მენტალობა, აქედან გამომდინარე ყველას თავისი მიდგომა აქვს კანონის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები და პოლონელები ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, ეს გავიგეთ ჩვენი შეძენილი ქართველი მეგობრების საუბრიდან. ამ პროექტით ბევრი ქართველი შეძლებს თავისი ადგილის პოვნას ცხოვრებაში, ალბათ, ყველა ვერ მოახერხებს დასაქმებას ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია, მაგრამ, თავდაჯერებულობას ნამდვილად მოიპოვებს, საზოგადოებაშიც ნამდვილად დაიმკვიდრებენ ადგილს და გამოადგებიან საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ანა ვოზნიაკმა. პოლონეთის უსინათლოთა ასოციაციის სარებილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელზბიეტა ოლეგჩაკმა ისაუბრა ცენტრის საქმიანობაზე უსინათლოთა დასაქმების საკითხებზე. დღევანდელ კონფერენციას მიზნად აქვს გაგაცნოთ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი გზა, რომელიც გავიარეთ ამ ცვლილებების შეტანისას. იმედია, თქვენ გაუმკლავდებით ამას. ჩვენი დელეგაციის სახელით მინდა გითხრათ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დასახმარებლად. სახელმწიფო დონეზე, ვარშავაში გვაქვს ფსიქოთერაპიის ცენტრი, სადაც უსინათლოთა საჭიროებებსა და უსინათლოთა შესახებ ვიკვლევთ, ეს ერთადეთი უდიდესი ცენტრია. გარდა ამისა, პოლონეთის უსინათლოთა კავშირი არის საკმაოდ დიდი დამსაქმებელი, 2000-ზე მეტი დასაქმებული გვყავს. ძირითადად ესენი არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაგრამ მათ შორისაა 300-მდე უსინათლო პიროვნება. ეს არ იყო ერთბაშად მიღებული შედეგი, ამას აქვს გამოცდილების ისტორია, ჩვენ ბევრი სპეციალისტი აღვზარდეთ ჩვენს ცენტრებში. ეხლაც ვვითარდებით, წინ მივდივართ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ ცოდნა და დავეხმაროთ. პოლონეთის უსინათლოთა კავშირმა განვითარება რომ კარგად შეძლოს, გაწევრიანდა და არის მსოფლიო და ევროპული უსინათლოთა კავშირის წევრი, სადაც ბევრს ვსწავლობთ და სხვათა გამოცდილებასაც ვეცნობით. ელზბიეტა ოლეგჩაკი. კონფერენციის ბოლოს დაიგეგმა რომ საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავჯდომარის ფრიდონ ლობჟანიძის მიერ ზემოთ აღნიშნული კანონპოექტი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრემიერ მინისტრთან არესებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს. ხალხის გაზეთმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა კონცეფციაზე და კანონპროექტზე მომუშავე ადამიანებს. კონცეფციაზე მუშაობისას ძირითადად რომელი ქვეყნების გამოცდილება გაითვალისწინეთ? ჩვენ შევისწავლეთ განსაკუთრებით პოლონეთის გამოცდილება, მაგრამ პოლონეთის გარდა ჩვენ ვნახეთ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც რატიფიცირება გაუკეთეს გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ და იმპლემენტაციის შემდეგ როგორ განახორციელეს დასაქმების მიმართულებით ცვლილებები და რეფორმები. ბევრი ქვეყნის მაგალითი განვიხილეთ უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, იტალია, იყო არაევროპული ქვეყნებიც იაპონია, ამერიკა… ჩვენ ამ ქვეყნების გამოცდილებასაც გავეცანით. მაგრამ ჩვენი კონცეფცია ძირითადად ემყარება პოლონურ ვარიანტს. პოლონელების ვიზიტიც საქართველოში პროექტში მათი პრტნიორობითაა განპირობებული. პროექტის იურისტი – სოფო ვერძეული. თქვენ ჩაატარეთ დასაქმებასთან დაკავშირებული კვლევები… ამ პროექტში მე ვეხმარებოდი უსინათლოთა საზოგადობას დაგეგმვაში და შემდეგ პროექტის განმავლობაში ვიყავი პროექტის მონიტორინგის და შეფასების კონსულტანტი. მევალებოდა პროექტის შესრულებაზე თვალყურის მიდევნება, ანგარიშების წარდგენა დონორ ორგანიზაციასთან. გარდა ამისა, სხვა აქტივობებშიც ვიღებდი მონაწილეობას, ტრენინგებში, გარკვეულ კონსულტაციებში, ზოგიერთ კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვედი, შევისწავლე დასაქმებასთან დაკავშირებული თემები. ეს პირველი შესაძლებლობა იყო, მანამდე დასაქმებასთან დაკავშირებული კვლევა არ ჩამიტარებია. ახლა ვფიქრობ, ეს არა მარტო შშმ პირების პრობლემაა, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა, და თუ ეს პრობლემა დაიძვრება შშმ პირებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ბიძგი იქნება მთლიანად დასაქმების სფეროში რაღაც ცვლილებების მიღწევისა. ახლა ძალიან კარგი გარემოა საიმისოდ, რომ შშმ პირების უფლებები, მათ შორის მათი დასაქმების უფლება გამოსწორდეს, რადგან გაეროს კონვენციას შშმ პირების უფლებებთან დაკავშირებით პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა და შეიქმნა სახელმწიფოს გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. ამ ფონზე არასამთავრობო სექტორს აქვს რაღაცა ინსტრუმენტი, რომლითაც მათი უკეთესი დაცვა მოითხოვოს სახელმწიფოსგან და ამ ნაბიჯებს ზოგადი შედეგებიც ექნება. თუ აქ მივაღწევთ წარმატებას, მაშინ სხვა ჯგუფებსაც გაეხსნებათ გზა. პაატა გურგენიძე. ხომ არ შეუწყობს ხელს ამ პროცესს ანტიდისკრიმინაციული კანონი? ანტიდისკრიმინაციული კანონი ეხება გარკვეულწილად შშმ პირების დასაქმების პრობლემას. ჯერ ერთი, გარემოს ადაპტაციაზე გარკვეული ნორმები და მისი შესრულების მექანიზმები იდება კანონში. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიდგომა უფრო შეზღუდულია, უფრო ფართო ძალისხმევა იქნება საჭირო. დასაქმების უფლება არსებობს და დასაქმების დროს შშმ პირების დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს. სასურველ დასაქმებას რომ მივაღწიოთ, ჩემი აზრით, ამ დისკრიმინაციის კონცეფციის მიღმაც კი უნდა წავიდეთ. და, რაც მთავარია, სახელმწიფომ მიიღო შშმ პირების უფლებათა დაცვის სახელმწიფო სამოქმედო გეგმა და მასში არის მთელი თავი დასაქმებასთან დაკავშირებით. პაატა გურგენიძე. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს ამ პროექტს.? გარკვეული კონკრეტული საკანონმდებლო რჩევები გვაქვს, როგორც შედეგი ამ კანონმდებლობაზე მუშაობის. სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან არაერთხელ გვქონია შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ. ისინი მზად არიან, მაგრამ ვერ ღებულობენ კანონპროექტს, გადაწყვეტილების მიღებას პრემიერისგან ველოდებით. პაატა გურგენიძე. პროექტი დასრულდა… ეს კონფერენცია იყო შემაჯამებელი. საბოლოოდ ჩვენ გავიტანეთ ეს კანონპროექტი დასაქმებასთან დაკავშირებით. სოციალური საწარმოები, სოციალური კოოპერატივების შექმნა, ფონდი ეს არის ის, რაზეც ვისაუბრეთ. მოიწონეს ჩვენი კანონპროექტი, ათი სამინისტროდან ბრძანდებოდნენ მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები. ახლა უკვე სხვადასხვა არასამთავროებთან ერთად შევაჯერებთ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს და მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს, რომელშიც გაწევრიანებული არიან ათი სამინისტროს და ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ისინი განიხილავენ ჩვენს კანონპროექტს და მოწონების შემთხვევაში გადასცემენ მთავრობას დასამტკიცებლად, იმისათვის რომ კანონებში გაიწეროს და შემდეგ ავამუშაოთ ეს კანონები. პროექტის მენეჯერი თამაზ მუქერია.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED