უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი მხატვრობა

DSC_0224საქართველოს უსინათლოთა კავშირმა განახორციელა პროექტი „უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი მხატვრობა“, რომლის მიზანი იყო ინოვაციური მეთოდის გამოყენებით უსინათლოებისთვის როგორც სმენითი ასევე ტაქტილური საშუალებებით ფერწერის აღქმა და მათში ესთეტიკური გემოვნების განვითარება. პროექტის ფარგლებში მოეწყო უკრაინელი მხატვრის სერგეი პონოჩენუკის გამოფენა საქართველოს სამ ქალაქში: ქ. თბილისში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს საგამოფენო დარბაზში, ქ. ქუთაისში დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში და ქ. ბათუმში ხ. ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. გამოფენები მიმდინარეობდა 23.09.2014 წლიდან – 01.10.2014წ. ჩათვლით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 10 ნამუშევარი. გამოფენას ესწრებოდნენ როგორც უსინათლო ადამიანები, ასევე საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები, მათ შორის მერიის, საკრებულოებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ქ. თბილისში გამოფენას მუსიკალურად აფორმებდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსაბლი.
პროექტს ხელმძღვანელობდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბიზნეს და სოციალური პროგრამების სამსახურის უფროსი – თამაზ მუქერია. გამოფენა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით. პროექტი მხარდაჭერილი იყო ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ.
DSC_0061DSC_0076DSC_0102DSC_0545

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED