შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების ტრენინგ კურსი

braili-735x400თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგკურსს იწყებს.
პროექტი თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას გულისხმობს. პროექტის მიზანია შშმ პირების დასაქმების უნარების გაძლიერება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტი ერთი თვე გაგრძელდება და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდება. თითოეულ ჯგუფში 15 პირი იქნება. პირველი ჯგუფის გადამზადება პირველი ივნისიდან დაიწყება. ტრენინგკურსი შემდეგ მოდულებს მოიცავს: დასაქმების შესაძლებლობები, სექტორების მიმოხილვა; ღირებულებების განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება სამსახურის ძებნის პროცესში; შესაფერისი ვაკანსიის მოძიება და ეფექტური CV-ს შედგენა; ეფექტური სამოტივაციო წერილის მომზადება; თანამშრომელთა შერჩევის პროცესი – ტესტირება, გასაუბრება.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ. განაცხადების მიღება შესაძლებელია ტრენინგის დაწყების შემდეგაც.
ტრენინგების ჩარების ადგილი: თბილისი, 9 აპრილი ქუჩა (ყოფილი ჩიტაძე) #3, სასტუმრო ციტრუსი;
ტრენინგების ჩატარების დღეები და ხანგრძლივობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი , დილის 11 საათიდან 14 საათამდე;
სპეციალური შეზღუდვების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია ტრანსპორტით მომსახურეობა;
1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით – მთაწმინდა, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონები;
8 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით-, ვაკის და საბურთალოს რაიონები;
15 ივნისისდან 19 ივნისის ჩათვლით -დიდუბე, გლდანი და ნაძალადევის რაიონი;
22 ივნისისდან – 26 ივნისის ჩათვლით – ისანი და სამგორის რაიონები;
საკონტაქტო ტელეფონები: 2378 380, 2378 381, 2378 382, 2378 128

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED