საქართველოს უსინათლოთა კავშირის აქცია ქ. ზესტაფონში

IMG_74592013 წლის 31 მაისს ზესტაფონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სანქცირებული მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ესწრებოდა სუ კავშირის 15 რეგიონალური ფილიალის წარმომადგენელი და პროექტის ადმინისტრაცია. აქციას შეურთდა სუ კავშირის ზესტაფონის ფილიალის წევრები. აქციას სულ დაესწრო 300მდე უსინათლოთა კავშირის წევრი.
აქცია გახსნა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა პროექტის მენეჯრმა თ. მუქერიამ. სიტყვით გამოვიდნენ ზესტაფონის ფილიალის ხელმძღვანელი ვ. ლომიძე და რ. მშველიძე, რომელთაც ისაუბრეს ზესტაფონში მდგარი ადგილობრივი პრობლემის შესახებ. პრობლემის ზოგად მხარეებზე ისაუბრეს გამომსვლელებმა: ნ. ბრეგვაძემ, ნ. მამაცაშვილმა, ბენეფიციარებმა: ს. ციბულსკიმ და ნ. გორგიშელმა.
აქციას შეუერთდა და უსინათლოთა ფილიალს მხარდაჭერას დაჰპირდა ზესტაფონის გამგებელი ნ. ქამუშაძე.კერძოდ, 1 ეტაპზე გამგეობა უზრუნველყოფს სუ კავშირის ზეტაფონის ფილიალს კომპიუტერული ტექნიკით და დააფინანსებს ხმოვანი პროგრამით სწავლების პროცესს. მომვალი წლის ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება უსინათლოთა სხვა საჭიროებები.
აქცია გაშუქდა პროექტის პარტნიორების GARB-ის და RPSM-ის მიერ, გარდა ამისა აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპოანია „იმერეთის“ მიერ.
IMG_7462

IMG_7491

IMG_7495IMG_7502

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED