ჟურნალ „სინათლის“ დამატება №2 მარტი 2013წ. “კანონი რომ კანონობდეს”

190381_278920315560857_17396675_nყოველი სახელმწიფო თავისი მოქმე-დების არეალში ადამიანთა ჯგუფებისა და ცალკეული ინდივიდების ურთიერთ-დამოკიდებულებას კანონთა ერთობლი-ობის მეშვეობით აწესრიგებს. კანონები აყალიბებენ ადამიანთა ქცევის ნორმებს სხვადასხვა ვითარებაში, განსაზღვრა-ვენ ვალდებულებებს და ზოგ შემთხვე-
ვაში პასუხისმგებლობასაც კი აკისრე-ბენ მათ.
ძვირფასო მკითხველო, გთხოვ, ნუ შემომწყრები იმის გამო, რომ ზემო-თქმულით აქსიომატური ჭეშმარიტება შეგახსენე. ბაბილონის მეფის _ ჰამუ-რაბის (ძვ.წ.აღ. XVIII საუკუნე) უძველეს კანონთა კრებულზე რომ არაფერი ვთქვათ, ისტორიის გაცილებით უფრო ადრეულ შრეებში, ყოველ ტომსა და გვაროვნულ თემს საკუთარი, დაუწე-რელ კანონთა `კოდექსი” გააჩნდა, რო-მელიც თაობიდან თაობას ზეპირი მეხ-სიერებით გადაეცემოდა. მით უფრო, აქ-ტუალურად დგას ამჟამინდელი კაცობ-რიობის წინაშე სხვადასხვსა სახის სა-ერთაშორისო და შიდასახელმწიფოებ-რივ კანონთა მიღება და მათი შესრუ-ლების აუცილებლობა. საერთაშორისო კანონმდებლობა არა მხოლოდ სახელმწიფოთა შორის ურთი-ერთობებს არეგულირებს (რაც საუკუ-ნეთა სიღმრმეებიდან მომდინარეობს), არამედ განსაზღვრავს ყოველი ქვეყნის შიგნით მოსახლეობის სხვადასხვა სეგ-მენტებისადმი დამოკიდებულებას და ძალზე დიდ ყურადღებას უთმობს მათ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცი-ამ, თითქმის შექმნისთანავე, დაიწყო შშმ პირთათვის ხელშემწყობი საერთა-შორისო საკანონმდებლო ბაზის ფორმი-რება. ამ მხრივ, პირველი შესაბამისი საკანონმდებლო აქტი გაერომ 1948 წელს გამოსცა, რის საფუძველზეც, შშმ პირები სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ცხადდებოდ-ნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მოტივით მათი დისკრიმინაცია იკრძა-ლებოდა. შემდგომში, ამას მოჰყვა სხვა-დასხვა დეკლარაციები და კონვენციები, რომლებსაც სახელმწიფოთა უმეტესობა შეუერთდა. მთელი ეს კანონშემოქ-მედება კი 1993 წელს მიღებული `შშმ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველ-ყოფის სტანდარტული წესებით” დაგ-ვირგვინდა.
ბუნებრივია, ყოველივე ამან თავისი ასახვა ჰპოვა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს კანონმდებლობაშიც. ჯერ კიდევ 1995 წელს საქართველოს მა-შინდელმა პარლამენტმა მიიღო კანონი `შშმ პირთა სოციალური დაცვის შე-სახებ”, რომელიც 2001 და 2006 წლებში რამდენიმე დამატებითა და დაზუსტე-ბით შეივსო. დეკლარირების თვალსაზ-რისით, ეს კანონი პირდაპირი გამოძა-ხილია გაეროს მიერ მიღებული შესაბა-მისი დოკუმენტებისა, რაც უდავოდ მი-სასალმებელი და მნიშვნელოვანი ფაქ-ტია. მაგრამ, თუკი ამ კანონს დაინტე-რესებული კაცის თვალით ერთხელ მა-ინც გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მასში დეკლარირებული სახელ-მწიფოს მიერ აღებული ვალდებულე-ბები ხშირ შემთხვევაში ბოლომდე ვერ ან არ სრულდება, რაც ძალზე სამწუ-ხაროა.
შევეცდები, ჩემი მოკრძალებული აზ-რი შემოგთავაზოთ ამ კანონისა და `შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო კონ-ვენციის” შესახებ.
ჩვენი კანონის ანოტაციური ნაწილი ასე ჟღერს: `ეს კანონი განსაზღვრავს შშმ პირთა მიმართ სახელმწიფო პო-ლიტიკის საფუძველს და მიზნად ისა-ხავს: სხვა პირთა თანაბრად უზრუნ-ველყოს შშმ პირთა უფლებების რეა-ლიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირო-ბები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პო-ლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობი-სათვის”. არ შეიძლება, კანონის ავტო-რებს არ დაეთანხმო ამგვარ კეთილშო-ბილურ მიზანდასახულობაში.
კანონი 9 თავისა და 33 მუხლისაგან შედგება. იგი საზოგადოებრივი ცხოვ-რების თითქმის ყველა სფეროს მოი-ცავს და სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველო-ბის ორგანოებს, ასევე _ კერძო სექ-ტორს განუსაზღვრავს შშმ პირებთან მიმართებაში მოქმედების ზოგად პრინ-ციპებს. თუმცა ამ ზოგადი პრინციპების მიღმა სახელმწიფოს მიერ აღებული ძალ-ზე სერიოზული ვალდებულებები მოი-აზრება, რამაც უნდა უზრუნველყოს სხვა პირთა თანაბრად შშმ პირების უფლებების ხელშესახები რეალიზაცია. ეს კი სოლიდური ფინანსირების გარე-შე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
ამ კანონის მიხედვით საცხოვრებელი შენობების, საწარმოო კორპუსების, გა-ნათლების კერების, კულტურულ-სპორ-ტული და სხვა სახის ნაგებობათა და-პროექტებისა და მშენებლობისას, რო-გორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგა-ნიზაციებმა უპირობოდ უნდა გაითვა-ლისწინონ შშმ პირთა ინტერესები და თავისუფალი გადაადგილების ადაპტი-რებული გარემო შეუქმნან მათ. რამდე-ნად ხორციელდება ჩვენს სინამდვილე-ში კანონის მოთხოვნა, ამის განსჯა მკითხველისათვის მიმინდვია.
კანონი ყველა რგოლის სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, უზრუნ-ველყოს შშმ პირთათვის: სოციალური ინფრასტრუქტურით, კულტურულ-სანა-ხაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებე-ლი ობიექტებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სატრანსპორტო-სა-კომუნიკაციო და კავშირგაბმულობის სა-შუალებებით შეუფერხებლად სარგებლ-ობა.
ამ კანონის მიხედვით, სხვადასხვა სა-ხელმწიფო უწყებები მოვალენი არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შშმ პირებს საკუთარი შემოქმედებითი პო-ტენციალის, ინტელექტისა და სხვა სა-ხის შესაძლებლობათა გამოვლენაში, რა-თა მათ სხვა პირების მსგავსად, ღირ-სეული ადგილი დაიკავონ ქვეყნის სა-ზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძნელია, არ გაიზიარო ამ კანონის პათოსი.
საწარმოებს, ორგანიზაციებს, საკუთ-რებისა და მეურნეობრიობის ფორმის მი-უხედავად, უფლება აქვთ გაიღონ თანხა შშმ პირთათვის სოციალურ-კულტურუ-ლი და სპორტული ობოექტების მშენებ-ლობის, მათთვის მოწყობილობების შე-ძენისა და შენახვის მიზნით. ეს თანხა არ იბეგრება.
ამავე კანონით, იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აწარმოე-ბენ შშმ პირთათვის სამრეწველო საქო-ნელს, სპეციალურ ტექნიკურ და სხვა საშუალებებს და, ასევე, სპეციალდე-ბიან შშმ პირთა მომსახურების სფერო-ში, უწესდებათ გარკვეული სახის შე-ღავათები.
კანონი ავალებს ადგილობრივი თვით-მმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, მათ მიერვე განსაზღვრული წესითა და პირობებით განახორციელონ შშმ პირთათვის კომუნალური და სხვა სახის სოციალურ-საყოფაცხოვრებო მო-მსახურება, უზრუნველყონ ისინი სურ-სათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმა-რების საგნებით. ვერაფერს ვიტყვით, _ თავი ზღაპარში მგონია!
ზღაპარი ზღაპრად და, ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენთან: რაიონის ახალ-გაზრდა გამგებელმა უსინათლოთა და-სახლებაში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა, _ რა თქმა უნდა, გასაპია-რებლად. ტელევიზიებიც დაიბარა, თუმ-ცა ამ უკანასკნელთ ან ძალიან დააგ-ვიანდათ, ანდა საჭიროდ არ ჩათვალეს ამ `ქველმოქმედების” გაშუქება. განრის-ხებულმა გამგებელმა სავსე მანქანები უკანვე მიაბრუნა. თვით ფაქტია ამაზ-რზენი, თორემ, როგორც იტყვიან, ვინ არის მაგათი მათხოვარი?! ესეც კანო-ნის შესრულება!
კიდევ კარგი, რომ მსგავსი შემთხვე-ვები ტიპური არ არის, თუმცა მმართვე-ლობის ყოველ რგოლში მომუშავე ნე-ბისმიერ ჩინოვნიკს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოე-ბის წინაშე, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ კანონებსაც უნდა ეცნობოდეს და ადამიანთა იმ ჯგუფებსაც, ვისთვისაც შექმნილია ესა თუ ის კანონი. ვფიქ-რობ, ამ კანონის გაცნობა არა მხო-ლოდ სახელმწიფო მოხელეთათვის, არა-მედ თვით შშმ პირთათვისაც აუცილე-ბელი უნდა იყოს. ისევ კანონს მი-ვუბრუნდეთ. მასში რამდენიმე მუხლი შშმ პირთა ჯანმრთელობასა და მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას ეძღვნება. აქ საუბარია რეაბილიტაციის ინდივიდუა-ლურ პროგრამებზე, შშმ პირთა სამედი-ცინო მომსახურებაზე, ჯანმრთელობის დაზღვევვაზე და მათთვის ქვეყნის მას-შტაბით სარეაბილიტაციო ქსელის ჩა-მოყალიბებაზე.
ეს კანონი ითხოვს შშმ პირთა ხელ-
შეწყობას პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, მათი ჯან-მრთელობის მდგომარეობის გათვალის-წინებით.
გარდა თვით შშმ პირებისა, კანონი გარკვეულ შეღავათებს უწესებს შშმ პირთა ოჯახის იმ წევრებს ან არა-წევრებს, რომლებიც უვლიან შშმ პი-რებს. ეს კანონი დიდ ყურადღებას უთ-მობს შშმ ბავშვებს, მათი აღრზდისა და განათლების საკითხებს, თუმცა მასში არანაირი დეფინიციები არ არსებობს შშმ ქალებთან დაკავშირებით რაც კა-ნონის ნაკლად უნდა ჩაითვალოს.
ამ მხრივ, სამაგალითოა გაეროს მი-ერ მიღებული `შშმ პირთა უფლებების კონვენცია”, რომელსაც, როგორც აღ-ვნიშნე, უკვე მრავალი სახელმწიფო შე-უერთდა. კონვენციასთან შეერთების აუ-ცილებელი პირობაა ხელმოწერა ქვეყ-ნის პრეზიდენტის მიერ და მისი რატი-ფიცირება პარლამენტში. 2007 წელს სა-ქართველოს პრეზიდენტმა ამ კონვენ-ციასთან მიერთებას ხელი მოაწერა, თუმცა მისი რატიფიცირება ჩვენს პარ-ლამენტში დღემდე ვერ მოხერხდა. არა-და, სწორედ ამ კონვენციასთან ჩვენი შეერთება იქნებოდა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი შშმ პირთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
საერთაშორისო კონვენცია გამორჩე-ულ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ შშმ ბავშვებსა და შშმ ქალბატონებს, არამედ კონვენციას მიერთებული ყოვე-ლი სახელწმიფო თავის თავზე იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ და მორალურ ვალდებულებებს იმ ოჯახების მიმართ, რომლებშიც ცხოვრობენ შშმ პირები. მგონია, რომ სწორედ ამ დიდი ფინან-სური ვალდებულებების გამო იკავებს თავს ჩვენი პარლამენტი ამ კონვენციის რატიფიცირებისაგან.
კონვენციის ტერმინთა განმარტებაში ერთ, ჩემთვის აქამდე არგაგონილ, სიტ-ყვათშეხამებას წავაწყდი, რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ესაა, `გონივრული მისადაგება”. კონვენციის მიხედვით, იგი `გულისხმობს იმ აუცი-ლებელი და შესაბამისი მოდიფი-კაციებისა და კორექტივების განხორცი-ელებას ყოველ კონკრეტულ შემთხვე-ვაში, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და, უზ-რუნველყოფს შშმ პირთა თანაბარი უფ-ლებებისა და თავისუფლებების ფუნდა-მენტურ რეალიზებას”.
კანონებში, რაგინდ ყოვლისმომცველ-ნიც არ უნდა იყვნენ ისინი, ყოველი კონკრეტული შემთხვევა, რა თქმა უნდა ვერ გაიწერება. ამიტომ სწორედ გონივ-რული მისადაგებაა შშმ პირებთან ურ-თიერთობისას ლავირების კარგი საშუა-ლება ამა თუ იმ ორგანიზაციის ან და-წესებულებისათვის. ამის საილუსტრა-ციოდ წარმოგიდგენთ სხვადასხვა მაგა-ლითებს:
ეს ამბავი 1998 წელს მოხდა. მე მა-შინ უსინათლოთა კავშირის ფონიჭა-ლის ფილიალის თავმჯდომარედ ვმუშა-ობდი. ყველას კარგად გვახსოვს, რა დიდ პრობლემებს ვაწყდებოდით პენსი-ონერები და შშმ პირები ფოსტაში პენ-სიის აღებისას გასული საუკუნის 90-ან წლებში. ფონიჭალის უსინათლოთა და-სახლებიდან ფოსტა ერთი კილომეტ-რით იყო დაშორებული. მე თავად დი-ლის ექვს საათზე მივსულვარ იქ რიგში ჩასადგომად.
მაშინდელი პარლამენტის დეპუტატს, აწ განსვენებულ ლევან ჩაჩუას შევხვდი და სხვა პრობლემებთან ერთად ამ გა-საჭირზეც ვუამბე. ბატონმა ლევანმა ჩვეული გულისხმიერებით მომისმინა და მითხრა: _ რევაზ, ეს საკითხი იმდენად ლოკალურია, რომ კანონმდებლობაში ამის ასახვა გართულდება და, რომც შევძლოთ, დიდი დრო დასჭირდება. იქ-ნებ ფოსტის ხელმძღვანელებს ისე მო-ველაპარაკოთო. მართლაც ასე მოხდა _ პარლამენტარმა და ფოსტის მესვეურებ-მა პრობლემისადმი გონივრული მისადა-გების პრინციპით (თუმცა ეს ცნება მა-შინ არავინ ვიცოდით) იხელმძღვანელეს და ფონიჭალის ფილიალში, 300 უსი-ნათლოსათვის პენსიის ადგილზე მო-ტანა დაიწყეს.
დღეს უსინათლოებს, რომლებსაც ხე-ლისმოწერა არ შეუძლიათ, სხვადასხვა ბანკებში ფულის აღებისას დიდი პრობ-ლემები ექმნებათ, ზოგჯერ სიტყვიერ შეხლა-შემოხლამდეც კი მიდის საქმე. წარმოვიდგინოთ მარტოხელა უსინათ-ლო, რომელმაც ერთჯერადი (თუნდაც მრავალჯერადი) სუბსიდიის ასაღებად, მონდობილობა უნდა გააფორმოს ნოტა-რიუსით. ეს ყოველივე, თავისთავად, და-მატებით ხარჯებსა და ზედმეტ ძალის-ხმევას ითხოვს. არის თუ არა ეს დის-კრიმინაცია? რა თქმა უნდა, არის. განა რა სირთულეები უნდა შეექმნას ამა თუ იმ ბანკს მუშაობაში, თუკი ისინი ში-დასაუწყებო განაწესით იმ უსინათლო-ებს, რომლებსაც ხელმოწერა საერთოდ არ შეუძლიათ, მისცემენ ე. წ. ხელმოსა-წერი შტამპის გამოყენების უფლებას, ხოლო იმათ, ხელმოწერას ასე თუ ისე რომ ახერხებენ, მაგრამ სიზუსტის დაც-ვა უჭირთ, ფაქსიმილიის გამოყენების ნებას დართავენ. ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნებოდა გონივრული მისადაგების მაგალითი.
მსგავს ვითარებაში თავისებური გა-მოსავალი მოძებნეს `თიბისი ბანკის” თანამშრომლებმა, _ მათ ერთ უსინათ-ლო ქალბატონს ხელმოსაწერი შტამპი დაუსკანარეს და კომპიუტერულ მო-ნაცემთა ბაზაში შეიტანეს, _ ამ გზით მას ნებისმიერ დროს შეეძლება ბანკში ფულის მიღება.
კარგი იქნება, თუ ამ ბანკს სხვებიც
მიბაძავენ. ამ თემაზე ასე ვრცლად იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თუ ასეთ უბრალო საკითხებს ვერ მო-ვაგვარებთ, შშმ პირთა ინტეგრაციაზე ფიქრიც კი უაზრობაა.
იმის მიუხედავად, თუ როგორ უწ-ყობს ფეხს ქართული კანონმდებლობა შშმ პირებთან მიმართებაში საერთაშო-რისო საკანონმდებლო ბაზას, მიმაჩნია, რომ მათი სრულფასოვანი და ეფექ-ტური ამოქმედება ძალზე ნაყოფიერად წაადგებოდა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ შშმ პირებს.
ჩვენში ამ კანონის სრულად ამოქმე-დებას, ჩემი აზრით, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები უშლიან ხელს. ობიექტურ მიზეზებად შეიძლება ჩაით-ვალოს: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონი, ტოტალური უმუშევ-რობა, ქვეყნის შიგნით აგრარული და სამრეწველო პოტენციალის არაეფექტუ-რი გამოყენება, ექსპორტ-იმპორტის მკვეთ-რად უარყოფითი სალდო და სხვა. რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს, ვფიქ-რობ, აქ საქმე გვაქვს საზოგადოებისა და შშმ პირთა ინტეგრაციის ძალზე და-ბალ დონესთან, _ მისი ამაღლება კი, ჩვენთვის სისხლხორცეულად აუცილე-ბელია. მკვეთრად შესაცვლელია, ასევე, შშმ პირებთან მიმართებაში საზოგადო-ების მენტალობაც. როგორც წინა წე-რილში აღვნიშნავდი, შშმ პირთა უმე-ტესობა მეტ-ნაკლებად მოაზროვნეა. სწო-რედ ამიტომ საკუთარი წილი პასუხის-მგებლობისა გვეკისრება ჩვენც, შშმ პი-რებს, ჩვენც უნდა ავიმაღლოთ ჩვენი მენტალურ-ფსიქოლოგიური დონე, რომ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შშმ პირებთან ურთიერთობა არ ეუხერხუ-ლებოდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, სიტუაციის გაუმჯობესების მთავარი ბერკეტი მაინც ქვეყნის ხელისუფლების ხელშია. ჩვენი კანონი ხშირად აპელირებს რეაბილიტა-ციის ინდივიდუალური პროგრამებით, თუმცა ვეჭვობ, რომ ჩვენ, შშმ პირებს ზუსტი და სწორი წარმოდგენა გვქონ-დეს ამ პროგრამების რაობაზე.
ჩვენი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნე-ლოვანესი მიზანიც ხომ ეს არის. ტრენინგებზე უსინათლოები უშუალოდ სოციალური მუშაკებისაგან მიიღებენ ინფორმაციას ამ კანონის თაობაზე, შე-იტყობენ მათ წინაშე სახელმწიფოს მი-ერ აღებულ ვალდებულებებზე. ამ გზით უსინათლოებს უფრო გაუადვილდებათ საკუთარი უფლებების დაცვა და ინ-ტეგრაციის პროცესიც სასურველ ნიშ-ნულამდე აიწევს.
კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ `შშმ პირთა უფლებების კონვენციას”. ახალა-ხანს საქართველოს სახალხო დამცველმა ბატონმა უჩა ნანუაშვილმა შშმ პირთა უფლებების თაობაზე საინტერესო პრეს-კონფერენცია გამართა, რაც ჩემთვის მას-მედიის საშუალებებით გახდა ცნობი-ლი. მან დაბეჯითებით მოუწოდა ხელი-სუფალთ, რაც შეიძლება დროულად უზრუნველყონ საქართველოს შეერთება ამ კონვენციასთან. ადამიანის უფლება-თა დაცვის სფეროში ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ყურადღება და მისი დაინ-ტერესება ჩვენი პრობლემებით სერიო-ზულ იმედებს აღგვიძრავს. კარგი იქნე-ბა, თუკი ამ პროექტის ეგიდით მოხდება გარკვეული სახის კოორდინაცია სა-ხალხო დამცველის აპარატთანაც.
ჩვენს პრობლემებზე მსჯელობისას და
მათი გადაწყვეტის გზების ძიებისას, იქ-ნებიან სახელმწიფო თუ არასამთავრო-ბო ინსტიტუტები, სასურველია, რომ ჩვენი წარმომადგენლებიც ჩართონ ამ პროცესებში, რამეთუ ჩვენ, შშმ პირებმა თავად უკეთ ვუწყით საკუთარი პრობ-ლემები და, მიუხედავად იმ დიდი მად-ლიერებისა, რასაც განვიცდით კეთილ-სინდისიერ `გარეშე” პარტნიორთა მი-მართ, ამ პრობლემათა გადაჭრის მოტი-ვაცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშ-ვნელოვანია.
საქართველოს კანონში `შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ” არის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: `შშმ პირ-თა საზოგადოებრივი გაერთიანებების სოციალური ინტეგრაციისა და განვი-თარების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკურ ღონისძიე-ბებს: სესხები, გადასახადებისაგან გა-თავისუფლება, მიზნობრივი სუბსიდიე-ბი, სპეციალური ფონდები და ა. შ”. ეს მუხლი რომ რეალურად ამოქმედდეს, (თუნდაც მკაცრი მონიტორინგით), დარ-წმუნებული ვარ, ათასობით შშმ პირი იგრძნობდა შვებას.
საქართველოს მთავრობამ უსინათ-ლოთა პრობლემების მოგვარებასთან და-კავშირებით, პირველი შთამბეჭდავი ნაბი-ჯი უკვე გადადგა, _ ბოლოს და ბოლოს, მოხდა ის, რასაც უკანასკნელი წლების განმავლობაში უსინათლოები ვითხოვ-დით ხელისუფლებისაგან, _ კულტურის სამინისტრომ, თანადაფინანსების პრინ-ციპით, ამა წლის პირველი მარტიდან თავის თავზე აიღო უსინათლოთა კავ-შირის კულტურის სფეროს მუშაკთა და-ფინანსების ძირითადი სიმძიმე, რისთვი-საც 100000 ლარი გამოყო; ეს მთლიანი ხარჯის 84 პროცენტია. ამ გზით, 52 უსინათლოს მკვეთრად გაეზრდება შე-მოსავალი, ხოლო ჩვენი კავშირის ისე-დაც მწირი ბიუჯეტიდან გამოთავისუფ-ლებული გარკვეული თანხა შიდასოცი-ალური პროექტების განხორციელებას მოხმარდება. ეს მოვლენა უპრეცედენ-ტოა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ხელისუფ-ლება შშმ პირებთან ურთიერთობას ამავე სულისკვეთებით გააგრძელებს და შემდგომშიც არაერთ მნიშვნელოვან გა-დაწყვერილებას

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED