ჟურნალ „სინათლის“ დამატება №3 მაისი 2013წ. “პროექტი ძალას იკრებს”

190381_278920315560857_17396675_nუკანასკნელ წლებში პრესისა და მა-სობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებე-ბიდან ხშირად ისმის შემდეგი სახის გა-მოთქმები: შშმ პირთა ინტეგრაცია, ინ-კლუზიური სწავლება, ადაპტირებული გარემო და ა.შ. ამ საკითხებით უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტე-რესდა, გამოიძებნა საერთაშორისო დო-ნორი ორგანიზაციებიც, თუმცა, როგორც ქუხს, ისე ჯერ კიდევ არ წვიმს.
დღეისათვის საქართველოში ასი ათას-ზე მეტი შშმპ ცხოვრობს. ისინი სხვა-დასხვა კატეგორიებად და ჯგუფებად იყო-ფიან. ეს განპირობებულია არამხოლოდ შეზღუდული ჯანმრთელობის ნაირგვა-რი ფორმებით, არამედ _ განსხვავებული ფიზიკურ-მენტალური აქტივობით, ინ-ტელექტუალური დონით, კრეატიულო-ბით, ასაკითა და, თქვენ წარმოიდგი-ნეთ _ სოციალური მდგომარეობითაც კი. სწორედ ამ ფაქტორებით არის გამოწვე-ული შშმ პირთა წინაშე მდგარი პრობლემების სიმრავლე და ნაირფერ-ობა. მათი, თუნდაც ნაწილობრივი მოგ-ვარება, შშმ პირთა ყოფას მნიშვნელოვ-ნად შეცვლიდა.
პროექტი `შშმ პირები ადამიანის უფ-ლებaთა დაცვის პროცესში” თანდათანო-ბით იკრებს ძალებს და თავისი მოქმე-დების უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. წინასწარ დაანონსებული სამუშაო გეგ-მის შესაბამისად შეიქმნა კომისია: პრო-ექტის მენეჯერის თამაზ მუქერიას, ამა-ვე პროექტის ომბუდსმენის _ ირმა ბა-რაბაძის და ომბუდსმენის თანაშემწე იუ-რისტის _ ნინო ხუჭუას შემადგენლო-ბით. ამ კომოსიამ განიხილა უსინათ-ლოთა კავშირის ფილიალებიდან ტრე-ნინგებში მონაწილეობასთან დაკავშირე-ბით შემოსული 75 განცხადება, გაესაუბ-რა ყველა მათგანს და შეარჩია 30 მო-ნაწილე ბენეფიციარი. შერჩევის პროცე-სი 2 მარტიდან 1 აპრილამდე გრძელ-დებოდა. შერჩეული უსინათლოები გაივ-ლიან ტრენინნგებს 1-დან 12 ივნისამდე უსინათლოთა კავშირის ციხისძირის დასასვენებელ სახლში.
კომისიის განმარტებით, ბენეფიციარ-თა შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუ-მების გათვალისწინებით: ინტელექტუ-ალურად მომზადებულები, აქტიურად მოტივირებულები, დევნილები, ეროვ-ნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, უმუშევრები და სოციალურად დაუცვე-ლები. როგორც ადრე ვიუწყებოდით, ისინი მიიღებენ სამოქალაქო განათლე-ბას იურიდიულ და სოციალურ საკით-ხთა კუთხით, შემდეგ კი, ამ ცოდნით აღჭურვილნი დაუბრუნდებიან თავიანთ ფილიალებს, რათა ასწავლონ სხვა უსი-ნათლოებსაც.
იურიდიულ საკითხებზე _ ლექციებს წაიკითხავს ამ პროექტის პარტნიორი, იურისტი თამარ გურჩიანი, ხოლო სო-ციალურ საკითხებზე _ პროფესორი ნინო შატბერაშვილი. მათ მიერ წინასწარ შედგენილია ლექციების კურსი სპეცია-ლურ კონსპექტებად, სამოქალაქო და სოციალური უფლებების სფეროში, რო-გორც ბრაილით, ისე _ ბრტყელი შრიფ-ტით. ეს კონსპექტები გადაეცემათ ბენე-ფიციარებს ტრენინგების დაწყებისთა-ნავე. ამ გზით მსმენელები უფრო აქტი-ურად ჩაერთვებიან ტრენინგის პროცეს-ში, რაც გაუადვილებთ მათ სათანადო ცოდნის მიღებასა და შემდგომში მისი უკეთ გამოყენების შესაძლებლობას.
სწავლების ამგვარი ფორმა უდავოდ შეუწყობს ხელს სამოქალაქო ცოდნის გავრცელებასა და მის აქტიურად გა-მოყენებას შშმ პირების მიერ. ამით მნიშვნელოვნად მოიმატებს მათი აქტი-ვობა და კიდევ უფრო გაიზრდება შშმ პირთა დამოუკიდებლად ცხოვრების შე-საძლებლობები.
როგორც პირველი წერილში ვიუწ-ყებოდით, ამ პროექტის ეგიდით გათვა-ლისწინებულია სხვადასხვა სახის მრა-ვალი მშვიდობიანი აქცია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. აქციებში, რომლებსაც ფართოდ გააშუქებენ ცენ-ტრალური და რეგიონალური მასობრი-ვი ინფორმაციის საშუალებები, მონაწი-ლეობას მიიღებენ უსინათლოები კავში-რის სხვადასხვა ფილიალებიდან. პროექ-ტის ორგანიზატორებმა უკვე მოამზადეს ამ აქციებისათვის საჭირო თვალსაჩინო-ებანი და სათანადო ატრიბუტიკა. ჟურ-ნალ `სინათლის” დამეტების მომდევნო ნომრებში მკითხველს რეგულარულად ვა-უწყებთ ამ აქციების მიმდინარეობის შე-სახებ.
ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ჯერ კიდევ `აქილევსის ქუსლად” რჩება უმუშევრო-ბის პრობლემა. ამ ფონზე კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს შშმ პირთა დაუსაქ-მებლობა. სწორედ დასაქმება აძლევს სა-შუალებას შშმ პირს, რათა მოახდინოს სხვა პირთა თანაბრად საკუთარი შესაძ-ლებლობების რეალიზაცია.
დღეს მოქმედ შრომის კანონთა კო-დექსში არანაირი ნორმები არ არსებობს შშმ პირებთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, ამ კანონის ერთ-ერთი სერიო-ზული ხარვეზია. ყველასათვის ცნობი-ლია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ შრომის კანონთა კოდექსზე. ოპონენტთა ფართო წრის მიუხედავად, თითქმის არა-ვის გახსენებია ახალ კოდექსში ისეთი დე-ფინიციებისა და მუხლების შეტანა, რი-თაც გარანტირებული იქნებოდა შშმ პირ-თა შრომის უფლება და მოხდებოდა მათი შესაძლებლობების უზრუნველყ-ოფა სხვა პირთა თანაბრად; არადა, კა-ნონში `შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ” (მუხლები: 16-21), ნათლად არის მინიშნებული შშმ პირთა შრომის უფ-ლებაზე და იმ სპეციალიზირებულ სა-წარმოებზე, საამქროებსა და უბნებზე, სა-დაც გამოიყენება შშმ პირთა შრომა.
განვითარებულ სახელმწიფოებში შშმ პირთა დასაქმების უმთავრესი გარანტო-რი მათი სახელმწიფო კანონმდებლობაა. სახელმწიფო თუ კერძო საწარმოებში (მეურნეობრიობის ფორმის მიუხედა-ვად) კანონმდებლობით დადგენილია შშმ პირთა დასაქმების ქვოტები. მაგ: გერმანიაში 5%, პოლონეთსა და და-ნიაში _ 6%. ზოგიერთ ქვეყანაში კი ქვოტა უფრო დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მკაცრად ითხოვს ყველა საწარ-მოს ხელმძღვანელისაგან, დასაქმებულ მუშამოსამსახურეთა საერთო რიცხვი-დან შშმ პირთა რაოდენობა უნდა შე-ადგენდეს იმდენ პროცენტს, რამდენიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ გან-საზღვრული ქვოტის მიხედვით. დავუშ-ვათ, გერმანიაში დარეგისტრირდა ასკა-ციანი საწარმო; მეწარმე ვალდებულია, დაასაქმოს 5 შშმ პირი, _ წინააღმდეგ შემ-თხვევაში მას დიდი საჯარიმო სანქციე-ბი ემუქრება. ძალიან კარგი იქნება, თუ-კი ამ საკითხისადმი მსგავს მიდგომებს უახლოეს ხანებში ჩვენი სახელმწიფოც განახორციელებს.
საქართველოს კანონი `შშმ პირთა სო-ციალური დაცვის შესახებ” მნიშვნელო-ვან ყურადღებას უთმობს, აგრეთვე, მათი უმაღლესი და საშუალო განათლების, მათი პროფესიული მომზადების საკით-ხებს. თუმცა, ყოველივე აზრს მოკლებუ-ლი იქნება, თუკი სახელმწიფოს მიერ არ განხორციელდება შშმ პირთა დასაქ-მების მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფა.
ამ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სათანადო რეკომენდაციების შე-მუშავება ხელისუფლების მიმართ, რაც თავისთავად ცხადია, აისახება საჯარო დოკუმენტში. სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ რეკომენდაციების გათვალისწი-ნების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს შშმ პირთა დასაქმება და ამაღლდეს მათი აქტივობა. ყოველივე ეს კი, შემდგომში აუცილებლად იქონიებს დადებით ზეგავლენას შშმ პირთა სოცი-ალურ მდგომარეობაზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ სანუკვარი მიზნის გან-ხორციელებამდე საკმაოდ დიდი და რთული გზები გვაქვს გასავლელი.
მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს შშმ პირთა ორგანიზაციების საკოორდი-ნაციო საბჭო. მიუხედავად ამისა, სწო-რედ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ამ საბჭოს ნაყოფიერი ურთი-ერთთანამშრონმლობა მთავრობასთან, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო იმედი-ანად განგვაწყობს შშმ პირებს.
პროექტის ეგიდით უკვე შემუშავებუ-ლია სხვადასხვა სახის რამდენიმე რე-კომენდაცია, რომელთა გათვალისწი-ნების შემთხვევაშიც, ძირეულად უნდა შეიცვალოს ხელისუფლების დამოკიდე-ბულება შშმ პირთა მიმართ – უნდა დამ-კვიდრდეს პრინციპულად ახლებური ურთიერთობები შშმ პირებსა და და-ნარჩენ საზოგადოებას შორის. ეს რეკო-მენდაციები გადაეგზავნება შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს, საბჭო კი მათ თავის მხრივ, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს გააცნობს. შევეცდები, უფრო დეტალურად შევჩერდე ხსენე-ბულ რეკომენდაციებზე.
როგორც ზემოთ ვთქვი, შშმ პირთა
დასაქმება ერთ-ერთი უმწვავესი პრობ-ლემაა. შეთავაზებული რეკომენდაციე-ბის მიხედვით, მთავრობის მიერ სას-წრაფოდ უნდა ჩატარდს შშმ პირთა ზუსტი აღრიცხვა და მათი შესაძლებ-ლობების საფუძვლიანი კვლევა. ამ კვლე-ვის შედეგების გათვალისწინებით, უნ-და შემუშავდეს და მიღებული იქნას სა-თანადი კანონები შშმ პირთა შრომის უფლების უზრუნველყოფისა და დასაქ-მების შესახებ. ამან სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს შრომის კანონთა კოდექ-სში. სასურველია, რომ ეს კვლევა ჩა-ტარდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
კარგი იქნება, თუ ჩვენი სახელმწიფოც გამოიყენებს ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აპრობირებულ პრაქტიკას. მხედველობა-ში მაქვს შშმ პირთა ხელშეწყობის სპე-ციალური ფონდი. ეს ფონდი უნდა და-ფუძნდეს სახელმწიფოს მიერ, რომელ-საც თანადაფინასების პრინციპით შეავ-სებენ სოლოდური საერთაშორისო დო-
ნორი ორგანიზაციები.
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოში შშმ პირთა მრავალი არასამთავრობი ორგანიზაცია ჩამოყა-ლიბდა. ყოველ მათგანს თავისი მიზ-ნები და ამოცანები გააჩნია. თუმცაღა, ჩვენში მანამდეც ფუნქციონირებდა შშმ პირთა რამდენიმე ორგანიზაცია, რომ-ლებიც თავიანთი არსებობის მრავალ-ათეულ წელს ითვლიან. მათ შორის არიან: საქართველოს უსინათლოთა კავ-შირი, საქართველოს ყრუთა საზოგადო-ება და სხვები. სწორედ ეს ორგანიზა-ციები ფლობენ დღესაც გარკვეული სა-ხის ქონებას: მიწას, შენობებს, საწარ-მოებს და ა. შ. განვლილ წლებში ქვე-ყანაში მომხდარი კატაკლიზმებისა და მისგან გამოწვეული ფინანსური დასუს-ტების გამო, ხსენებული ქონების, გან-საკუთრებით – საწარმოო პოტენციალის, სრულად და ეფექტურად ამოქმედება ვერა და ვერ ხერხდება.
თვითგადარჩენის უცილობელი ინსტინ-
ქტიდან გამომდინარე, შშმ პირთა ამ ორგანიზაციებმა მათ ხელთ არსებული საწარმოების ნაწილობრივი კომერცია-ლიზაცია მოახდინეს. ყოველივე ამას, დღეს მოქმედმა კანონმდებლობამაც შე-უწყო ხელი.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, ხელი-სუფლებისადმი წარდგენილი ერთ-ერთი რეკიმენდაცია ეხება საკანონმდებლო წე-სით სოციალური საწარმოს სტატუსის შემოღებასა და ამ საწარმოთა რეაბილი-ტაციას დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისად.
ჩვენი აზრით, სოციალური საწარმო-ები ძირითადად ორიენტირებული იქ-ნებიან შშმ პირთა დასაქმებაზე, (რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად). ისინი იფუნქციონირებენ დი-ვიდენდების, წილების განაწილებისა და სხვა, წმინდა კომერციული მიზნების გა-რეშე. ხელისუფლების მხრიდან პოლი-ტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ასეთ საწარმოთა ამოქ-მედება ნამდვილად უნდა იყოს შესაძ-ლებელი.
ისმის კითხვა: თანამედროვე ეკონომი-კის პირობებში როგორ უნდა გაუწიონ სოციალურმა საწარმოებმა კონკურენცია კომერციულ საწარმოებს? ამ, აბსოლუ-ტურად ლოგიკური კითხვის დასმა ნამ-დვილად აღარ გახდება საჭირო, თუკი სოციალური საწარმოები კოოპერაციის პრინციპით იმუშავებენ და მათი ძირი-თადი დამკვეთები სახელმწიფო სტრუქ-ტურები იქნებიან. ჩემი აზრით, სოცია-ლურ საწარმოთა ხვედრითი წილი ქარ-თულ ეკონომიკაში ძალზე მინიმალური იქნება და არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყანაში მოქმედ კომერციულ სტრუქტურებს. სამაგიეროდ, ათასობით შშმ პირი, (თუ უფრო მეტი არა), მი-იღებს საარსებო წყაროს და შეძლებს თავისა და ოჯახის რჩენას. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ შშმ პირები სახელმწიფო ბიუჯეტს თით-ქმის აღარ დააწვებიან მძიმე ტვირთად.
ცხადია, მხოლოდ სტატუსის მინიჭე-ბით სოციალურ საწარმოთა ეფექტური ამუშავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება ამ საწარმოთა რეაბილიტაცია, რაც გულის-ხმობს: შენობების რემონტსა და შესაბა-მის რეკონსტრუქციას, საწარმოო საშუ-ალებათა სათანადო გადაიარაღებას, სა-წარმოო პროცესის დასაწყებად საკმარი-სი თადაპირველი ფულადი კაპიტალის ქონას და ა. შ. ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, საკმაოდ სოლიდურ დაფი-ნანსებას საჭიროებს, რაც არცე რთ ამ-ჟამად მოქმედ შშმ პირთა ორგანიზა-ციას არ გააჩნია.
ამავე რეკომენდაციის მიხედვით, შე-საძლებლად მიგვაჩნია, რომ მთავრობამ სამინისტროების მეშვეობით ჩაატაროს საფუძვლიანი კვლევა, რაც შემდგომში უფრო გააიოლებს სოციალურ საწარმო-თა შექმნის პროცესს. ჩვენი წარმოდგე-ნით, კვლევის საგანი უნდა იყოს: ქვეყა-ნაში სოციალურ საწარმოთა სავარაუდო რაოდენობის დადგენა, შშმ პირთა შე-საძლებლობების მეტ-ნაკლებად გათვა-ლისწინებით გამოსაშვები პროდუქციე-ბის ჩამონათვალის მიახლოებითი გან-საზღვრა, მოსალოდნელი სახელმწიფო შეკვეთების ნუსხისა და მოცულობის დადგენა. კვლევის შედეგების მიხედ-ვით უნდა დაფუძნდეს სოციალურ ს-აწარმოთა რეაბილიტაციის ფონდი. ფონ-დის დაფუძნებისა და მუდმივი მონი-ტორინგის პრეროგატივა უნდა ეკუთვნო-დეს მთავრობას; მან უნდა უზრუნველ-ყოს შესაბამისი სამოქალაქო საზოგადო-ებისა და კოოპერაციით დაინტერესებუ-ლი საერთაშორისო დონორი ორგანიზა-ციების სახსრების მოზიდვა და მათი ჩართვა სოციალურ საწარმოთა რეაბი-ლიტაციის პროცესში.
ასე მგონია, რომ ამ რეკომენდაციების ნაწილობრივი განხორციელებაც კი მნიშ-ვნელოვნად აამაღლებს შშმ პირთა აქ-ტივობას, დამოუკიდებლობასა და მათ ღირსეულ თანაარსებობას დანარჩენ სა-ზოგადოებასთან. გარდა ამისა, ამ გზით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მიუახლოვ-დება იმ საერთშორისო ნორმებსა და სტანდარტებს, რომელსაც გაერო უწე-სებს მასში შემავალ სახელმწიფოებს შშმ პირებთან დამოკიდებულების თვალ-საზრისით.
ამ კატეგორიის ადამიანთა ინტელექ-ტუალური, ფიზიკური და სხვა სახის შე-საძლებლობანი ჯერ კიდევ საფუძვლი-ანად შესასწავლი და გამოსამზეურებე-ლია. ის კვლევები კი, რომლებზეც ზე-მოთ მივუთითებდით, ამ შესაძლებლო-ბებს ნამდვილად გამოააშკარავებდა და ქართული საზოგადოების სამსახურში ჩააყენებდა. ურთიერთთანადგომით ყვე-ლაფრის მიღწევა შეიძლება.
მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ ამ პრო-ექტის ამოქმედებისთანავე სოციალურ ქსელებში შეიქმნა სპეციალური საიტი. ამ საიტზე შშმ პირებთან დაკავშირე-ბით დასმული იქნა სამი კითხვა. თა-მამად შეიძლება ითქვას, რომ საიტი თავისებურ ტესტს წარმოადგენს, რომე-ლიც ეგზავნება ქართულ საზოგადოებ-რიობას. გამოხმაურებების შესაბამისად, მჟღავნდება საზოგადოების დამოკიდებუ-ლება, ყურადღება და ინტერესი შშმ პირ-თა წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ.
ჩვენდა სამწუხაროდ, ძალზე არასასია-მოვნო ტენდენცია გამოიკვეთა. საიტზე დასმული პირველი კითხვა ჟღერდა ასე: `თვლით თუ არა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შშმ პირთა მიმართ შესაც-ვლელია?, მეორე კითხვა: `რა უფრო სჭირდებათ დღეს საზოგადოებისაგან შშმ პირებს?, მესამე: `შეხვედრიხართ თუ არა შშმ პირებს და თუ დახმარე-ბიხართ მათ?, (დახმარებაში არ იგუ-ლისხმება მატერიალური შემწეობა). კით-ხვებს თან ახლდა სავარაუდო პასუხე-ბიც, რათა ფეისბუქის მომხმარებლებს უფრო გაადვილებიდათ პასუხის გაცემა.
უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ შემ-თხვევაში საინტერესო ტენდენცია დაფიქ-სირდა. მაგ: მეორე კითხვაზე სულ მი-ვიღეთ 237 გამოხმაურება, აქედან: 232 მიიჩნევს, რომ შშმ პირებს უფრო ესა-ჭიროებათ საზოგადოების მხრიდან სრულფასოვანი აღიარება, 2 ადამიანი თვლის, რომ მათ შებრალება სჭირდე-ბათ, ხოლო სამ მათგანს პასუხი არ აქვს. დანარჩენ ორ კითვაზე გამოხმა-ურება გაცილებით ნაკლები იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კით-ხვაზე გაცემული პასუხები არსებული მდგომარეობის სწორ აღქმად მიგვაჩნია, მთლიანობაში ვთვლით, რომ შშმ პირ-თა პრობლემებისადმი ფეისბუქის მომ-ხმარებელთა პასიურობა და ტოტალუ-რად გულგრილი დამოკიდებულ;ება აშ-კარად თვალშისაცემია. ამას ადასტუ-რებს შემდეგი ფაქტი: სამივე კითხვა სა-იტზე 4500-მა კაცმა ნახა, თუმცა მხო-ლოდ ოთხასამდე მომხმარებელი გამოგ-ვეხმაურა, რაც საერთო რაოდენობის მხო-ლოდ 9 პროცენტს შეადგენს. ეს სამწუ-ხარო ტენდენცია ძნელად ასახსნელია.
შშმ პირთა რომელ ინტეგრაციაზეა ლა-
პარაკი, როცა საზოგადიების 91 პროცენ-ტი გულგრილია მათ მიმართ?
ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ გულგრი-ლი ელექტორატის მიერ არჩეული ხე-ლისუფლებაც ისეთივე გულგრილი იყო ჩვენ მიმართ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არსებული ტენდენციები სწო-რედ ამაზე მიანიშნებენ. ეს მწარე რეა-ლობაა და ამის ართქმა ნამდვილად არ იქნებოდა სწორი.
ყოველივე ზემოთქმული, ძვირფასო მკითხველო, იმას როდი ნიშნავს, რომ ღრმა ნიჰილიზმში გადავვარდეთ და და-სახული მიზნისაკენ სწრაფვა შევანე-ლოთ. ერთ ადგილზე დგომა და გულ-ზე მჯიღის ბაგუნი არ გამოგვადგება. ამ გზით ჩვენ წინაშე მდგარი უამრავი პრობლემა არასოდს გადაიჭრება, მით-უმეტეს, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან აშკარად იკვეთება დადებითი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ.
ერთი ქართული ანდაზა ამბობს: შე-ძახილმა ხე გაახმოო. დარწმუნებული ვარ, რომ შშმ პირთა და დანარჩენი სა-ზოგადოების ჯანსაღი ნაწილის დაუო-კებელი მცდელობით, ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღების პირო-ბებში ძალზე ბევრი კარგი საქმის კე-თება შეიძლება.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED