პროზაიკოს ნოდარ მამაცაშვილის ახალი კრებული „ნაწვიმარი მოგონება” – პრეზენტაცია.

nodari22 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროზაიკოსის ნოდარ მამაცაშვილის ახალი კრებულის „ნაწვიმარი მოგონება” – პრეზენტაცია. ღონისძიება მოაწყო საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ეგიდით. პრეზენტაციას, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი მწერლები და ავტორის შემოქმედების თაყვანისმცემლები, უძღვებოდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორი ცირა ვეფხვაძე და საქართველოს უსინათლოთა კავშირის ჟურნალ სინათლოს რედაქტორი ამირან ღოღაძე. პროზაული კრებული „ნაწვიმარი მოგონება“ წარმოადგენს ავტორის მეოთხე წიგნს და მოიცავს ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ მოთხრობებს.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED