კულტურის ცენტრის გასტროლი დასავლეთ საქართველოში

14542747_1368052439890081_1107637110_nსაქართველოს უსინათლოთა კავშირმა დააფინანსა კულტურის ცენტრის გასტროლები დასავლეთ საქართველოში. 5 სექტემბერს ცენტრის მასპინძელი იყო ბათუმის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დარბაზი. კონცერტში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლები: „ნანა“ და „კრწანისი’’ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი სულხან გველესიანი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, მომღერალი რამინ მიქაბერიძე, ჟურნალ „სინათლის“ აქტიური ავტორები. მაყურებელთა შორის იყვნენ: როგორც სუ კავშირის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელები და წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები.
8 სექტემბერს ცენტრმა კონცერტი გამართა ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრში. კონცერტის დასასრულ მერიის თანამშრომლებმა ბანკეტი გამართეს მონაწილეთათვის.
9 სექტემბერს კულტურის ცენტრი ეწვია ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკონცერტო დარბაზს განახლებული პროგრამით.
კონცერტები ეძღვნებოდა უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან ოთხმოცდამეათე, ხოლო ანსამბლების დაარსებიდამ ოცდამეხუთე წლისთავს.
14508680_1368052429890082_891976453_n

14509220_1368052753223383_1634766245_n

14528273_1368051543223504_1097100656_n

14518451_1368052419890083_432542866_n

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED