საქართველოს უსინათლოთა კავშირის აქცია ქ. ბათუმში

IMG_75922013 წლის 11 ივნის მშიდობიანი აქცია ჩატარდა ბათუმში მერიის მიმდებარე ტერიოტიაზე, რომელსაც ესწრებოდა სუ კავშირის 15 რეგიონალური ფილიალის წარმომადგენელი და პროექტის ადმინისტრაცია. აქციას შეურთდა სუ კავშირის ბათუმის ფილიალის წევრები. აქციას სულ დაესწრო 400მდე უსინათლოთა კავშირის წევრი.
აქციაზე უსინათლოთა წინაშე არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოვიდნენ პროექტის მენეჯერი თ. მუქერიამ, პროექტის კურატორი ნ. მამაცაშვილი, სუ კავშირის რეგიონალური ფილიალებიდან გამოვიდნენ ზ. ადანაია, ნ. გორგიშელი, ს. ციბულსკი. უსინატლოთა წინაშე არსებულ ადგილობრივ პრობლემების შესახებ სიტყვით გამოვიდა სუ კვაშირის აჭარის ფილიალის თავჯდომარე ზ. დევაძე და წევრები: გ. ნეკეიძე, ზ. ნიკურაძე, გ. მამულიძე და სხვა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლ. გორგილაძემ და სოციალური სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ბ. იშხნელიძემ. აქციას ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკრებულოს წევრები. სახელმწიფო მოხელეებმა გამოხატეს მზად ყოფნა აჭარაში მცხოვრები უსინათლოთა პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებაში
მშვიდობიანი აქცია გაშუქდა პროექტის პარტნიორების GARB-ის და RPSM-ის მიერ აგრეთვე ტელეკომპანია აჭარისა და 25-ე არხის მიერ.
IMG_7601

IMG_7595

IMG_7591

IMG_7576

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED