საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის განცხადება

190381_278920315560857_17396675_nგვსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ ერთ სამწუხარო ტენდენციას, რომელიც ქართულ მასმედიაში არცთუისე იშვიათად იჩენს თავს.
ამა წლის 22 აპრილს ტელეკომპანია “იმედის~ ეთერით “იმედის კვირაში გადაიცა სიუჟეტი თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მომხდარ დრამატულ ინციდენტზე, რა დროსაც ერთერთი მოსწავლე მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ჩვენ თავს ვიკავებთ ამ ფაქტის შეფასებისგან, მითუმეტეს, რომ მას კომპეტენტური ორგანოები იძიებენ. გვსურს მხოლოდ ერთ, რბილად რომ ვთქვათ, ჟურნალისტურ ლაფსუსზე მივაპყროთ ყურადღება, რაც საზოგადოების დაბნეულობას იწვევს.
როცა სიუჟეტის ავტორი ცდილობს გაარკვიოს ამ ქმედების მიზეზი, ერთერთი რესპოდენტი, რომელსაც სახე დაფარული აქვს, აცხადებს: “ამ ბავშვებს ყველაფერი აინტერესებს, იმის იქით რა ხდება, საერთოდაც ვერ აღიქვამს, რომ იმის იქით არის სიმაღლე. ჰგონია, თუ ფეხს გადადგამს, იმას იზამს, მიწაზე დაადგამს~. (სტილი დაცულია) უფრო ქვემოთ ჟურნალისტი ამბობს: `ცამეტი წლის მოზარდი ვერაფერს ხედავს. ის ფანჯრის რაფაზე ადის და ნაბიჯს დგამს. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის განცხადება

190381_278920315560857_17396675_nინტერნეტ გამოცემა „ლიბერალის“ მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომელიც ეხება საქართველოში მცხოვრებ ყოველ უსინათლო მოქალაქეს:
მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ინიციატივით, რომელთა შორის არის უსინათლოც, განხორციელდა მცდელობა პრემიერმინისტრის კანცელარიაში ბრაილის შრიფტით დაწერილი განცხადების ჩაბარებისა . მსგავსი ფაქტი გამეორდა თბილისის მერიის კანცელარიაშიც ( ვიდეომასალა განთავსებულია ლიბერალის ვებ გვერდზე http://liberali.ge/videos/view/1140/video ) . ზემოხსენებული აქციის მონაწილეებს ამ ქმედებით სურდათ ბრაილის შრიფტით დაწერილი დოკუმენტების ლეგიტიმაცია.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ჩვენი პრობლემებით დაინტერესებულ ადამიანებთან, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმება უსინათლოთა უფლებების ამ ფორმით „დაცვას“. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის გამგეობის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

braili-735x400საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი იწვევს დასაქმების მსურველებს კულტურის ცენტრში არსებულ შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

ვაკანტური თანამდებობების სია:

1. დრამატული წრის ხელმძღვანელი – 220 ლ.
კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა.უმაღლესი განათლება.
ბ. უსინათლოებთან მუშაობის გამოცდილება. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

img2საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა იწვევს დასაქმების მსურველ მოქალაქეებს კავშირის ცენტრალურ აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე.
დასაქმების მსურველებმა განცხადება უნდა წარმოადგინონ ამა წლის 1 დეკემბრიდან 20 დეკემბრის 16.00 საათამდე კავშირის ცენტრალურ ოფისში – მისამართზე ქ. თბილისი, ბოჭორმის ქუჩა N 23 (სამუშაო საათები 10.00-დან 16.00-მდე, ყოველდღე გარდა შაბათ-კვირისა).
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრო ფოსტით. მისამართზე unblge@hotmail.com სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment

„შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა.”

14500727_1080288155424065_4692447903481988917_o2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა.“ პროექტი მიზნად ისახავდა შშმ პირთა მიერ საარჩევნო უფლების სრულყოფილ გამოყენებას, განსაკუთრებული საჭიროების ადამიანთათვის აუცილებელი გარემოს შექმნას, მათთვის საინფორმაციო სივრცის ხელმისაწვდომობას, გადაადგილებაში ხელშეწყობას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას

პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის კახეთის, რუსთავის, ბოლნისის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ზესტაფონის, ჭიათურის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქობულეთის, ბათუმის და ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფილიალებში რეგიონალური კოორდინატორების შერჩევა ფილიალების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. სულ შეირჩევა 30 მიკრო კოორდინატორი. სრულად. . .

Posted in სიახლეები | Leave a comment
  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED