13.უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

20150515_1550582015 წლის 01 აპრილიდან საქართველოს უსინათლოთა კავშირი ქ. გორში, ქ. გორის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს “უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში საქართველოს უსინათლოთა კავშირის გორის ფილიალში მოეწყო ტრენინგ ცენტრი, რომელიც აღიჭურვა საოფისე ინვენთარითა და კომპიუტერებით.
მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს უსინათლო პირების არაფორმალური განათლების გზით, პროფესიულ მომზადებას, მათი დასაქმებისა და სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობისათვის.
სამიზნე ჯგუფი: პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქ. გორში და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მოსალოდნელი შედეგები:

1)პროექტის შედეგად მოხდება მატერიალური ბაზის შექმნა და ტრენინგებისათვის ოფისის მოწყობა.

2) ათი თვის განმავლობაში დასაქმდება ხუთი ადამიანი  მათ შორის სამი მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

3) საქართველოს  უსინათლოთა კავშირის გორის ფილიალის 40 მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეძლებს დაეუფლოს არაფორმალურ განათლებას ინგლისურ ენაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ბრაილით წერა კითხვის შესწავლაში

ტრენინგ/სემინარების შედეგად პროექტში ჩართული უსინათლო პირები მიიღებენ არაფრმალურ განათლებას, რაც ხელს შეუწყობს მათში მოტივაციის, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართულობის ხარისხის ამაღლებას და მათ სამომავლო დასაქმებას.
20150508_183648

20150515_15464020150515_15465120150515_154908

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED