სოციალური პროგრამები

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალური პროგრამები

 
საქართველოს უსინათლოთა კავშირი ახორციელებს შემდეგ სოციალურ პროგრამებს:
 
უსინათლო სტუდენტებისა და უსინათლოთა სტუდენტი შვილების
სწავლის დაფინანსების
პროგრამა:

უსინათლო სტუდენტები და უსინათლო მშობლების სტუდენტი შვილები იღებენ სწავლის დაფინანსებას პროგრამაში განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
პროცენტის გამოთვლისას სწავლის წლიური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის ოდენობას.
ერთი და იგივე სტუდენტი ფინანსდება მხოლოდ სწავლის სრული კურსის განმავლობაში.
მომუშავე სტუდენტი მიიღებს დაფინანსების ნახევარს.
სტუდენტმა ყოველ სემესტრში უნდა წარმოადგინოს ცნობა სასწავლებლიდან.
უსინათლო სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ცნობა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის საფეხურზე, ან ცნობა ავტორიზებულ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესახებ.
ცნობა სიღარიბის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაში სახელმწიფო გრანტის შესახებ.
უსინათლოთა სტუდენტმა შვილმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ცნობა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის შესახებ.
ცნობა სიღარიბის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაში სახელმწიფო გრანტის შესახებ.
ცნობა ოჯახში შ.შ.მ პირთა რაოდენობის შესახებ.
 
უსინათლო სტუდენტებზე წამკითხველის
თანხის გაცემის
პროგრამა:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, ირებენ ყოველთვიურად წამკითხველის თანხას.
სტუდენტმა ყოველ სემესტრში უნდა წარმოადგინოს ცნობა სასწავლებლიდან.
 
უსინათლოთა უმწეო ოჯახებზე
დახმარების გაცემის
პროგრამა:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო მშობლები „მშობელი“, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის „არასრულწლოვანი“ შვილი, არიან უმუშევრები და ჩართულნი არიან სოციალურად დაუცველთა პროგრამაში, იღებენ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას.
დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს:
ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობის ასლი.
ცნობა მშობლების უმუშევრობის შესახებ „გაცემული უსინათლოთა კავშირის შესაბამისი ფილიალის მიერ).
_ ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი.
სიღარიბის მოწმობის ასლი.
 
არამომუშავე, ხანდაზმულ და მარტოხელა უსინათლოებზე
ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემის
პროგრამა:
არამომუშავე, ხანდაზმული და მარტოხელა უსინათლოები, რომელთაც აქვთ კავშირის წევრობის 20 და მეტი წლის სტაჟი, იღებენ ყოველთვიურ დახმარებას.
დახმარების მისარებად ხანდაზმულმა უსინათლომ უნდა წარმოადგინოს:
განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი და ცნობა შესაბამისი ფილიალიდან უმუშევრობისა და კავშირში გაწევრიანების შესახებ, აგრეთვე პირადი საპენსიო ანგარიშის ამონაწერი.
მარტოხელა უსინათლომ უნდა წარმოადგინოს: განცხადება, პირადობის და სიღარიბის მოწმობის ასლები. ცნობა ფილიალიდან
უმუშევრობის, ოჯახური მდგომარეობის, ,კავშირში გაწევრიანების დ მხედველობის კატეგორიის (ტოტალური კი_ ან არა)შესახებ. აგრეთვე პირადი საპენსიო ანგარიშის ამონაწერი.
 
უსინათლო მშობლის ყოველ ახალშობილ ბავშვზე
დასაჩუქრების
პროგრამა:
უსინათლო მშობელი ყოველ ახალშობილ ბავშვზე იღებს ფულად საჩუქარს. მშობელმა საჩუქრის მისაღებად, უნდა წარმოადგინოს: განცხადება, პირადობის, კავშირის წევრობისა და ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლები.
 
ახალდაქორწინებულ უსინათლოთა
ოჯახების დასაჩუქრების
პროგრამა:
ახალდაქორწინებული 30 წლამდე უსინათლო „უსინათლოები“ საჩუქრდებიან ფულადი თანხით.
ახალდაქორწინებულმა უსინათლომ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
მარტოხელა ტოტალურ უსინათლოთა
გამცილებლით მომსახურების
პროგრამა:
გამცილებელი ემსახურება უსინათლლოთა კავშირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა, თბილისში მცხოვრებ უსინათლოებს სამედიცინო, სოციალურ და სახელმწიფო დაწესებულებებში გადაადგილებისას.

  • შემოგვიერთდი

Sandy Web Development

ALL RIGHTS RESERVED